21-12-2025
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქლაქე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მის ყოველდღიურობას აღწერს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის ყოვედღიურად, პატიმრების სასეირნო სივრცეში კალათბურთის ორ ტაიმს თამაშობს, თუმცა იქ საკალათბურთო ფარი არ ჰკიდია.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მუდმივად იმარჯვებს.
„ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა.
თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ.
ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა!“ - წერს სააკაშვილი.