24-01-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირად მტრად არ თვლის.
ეს განცხადება სააკაშვილმა რუსული გამოცემის, «Новая газета»-ს კორესპონდენტის კითხვის - „დავუშვათ, თქვენ უკრაინის ხელისუფლებაში მოხვედით. როგორ ააწყობთ ურთიერთობას იმავე ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ვერ გიტანთ?“- საპასუხოდ გააკეთა.
„ურთიერთობა საჭირო არაა. ჩემი აზრით, პუტინი ყველა ჩვენთაგანის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მას პირად მტრად არ ვთვლი. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს პირადი მტრები უნდა ჰყავდეს. რატომ ვარ მისთვის მტერი? იმიტომ, რომ მე დაუმორჩილებლობის სიმბოლო ვარ. ყველამ იცის, რომ მას 2008 წელს თბილისის აღება სურდა. ეს იცის ნიკოლა სარკოზიმაც, მე ვიცი... მე მისთვის ჩანაფიქრის შეუსრულებლობის სიმბოლოს წარმოვადგენ... თანაც დავდივარ უკრაინაში, წყალს ვუმღვრევ... როცა ვლადიმერ პუტინი სერგეი ნავალნისა და მის თანამებრძოლებს იჭერს, მას მე ვყავარ მხედველობაში. მას კარგად ვახსოვარ ჯერ კიდევ დსთ-ის სამიტების დროიდან. მე მას ვუღიმოდი, პატივისცემით ვპასუხობდი, იგი კი იმას აკეთებდა, რაც უნდოდა.
კახა ბენდუქიძე, რომელმაც კარიერა რუსეთში გაიკეთა და თქვენი ქვეყანა ძალიან უყვარდა, ასე ამბობდა: „მოდით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის ადგილზე დიდი რუხი ზღვა ან ოკენეაო“. უკრაინამაც ისე უნდა იცხოვროს, [როგორც საქართველომ]. მე არ ვამბობ, რომ ეკონომიკურ-კულტურული და ყოფითი კავშირები არ იყოს-მეთქი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ არ ვიფიქროთ, მოსკოვში რას იტყვიან“-განაცხადა სააკაშვილმა.
ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge