გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და სადისტური ქმედება“ - წილოსანი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე

16-11-2024

„კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და სადისტური ქმედება!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი  ნინო წილოსანი ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ქმედებას.


„ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს. კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში. ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები - აქტივიზმია.


ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი“, - წერს ნინო წილოსანი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728