გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე უკრაინის უკლესიის ავტოკეფალიის შესახებ: ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება

7-01-2019

„გვექნება ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მჭიდრო კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით, მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ზოგადად, თქვენ იცით, რომ ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930