8-01-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარლამენტის ტავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ვექტორები ერევა.
ჭიჭინაძე კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერის საკითხს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს.
„საერთოდ მე ვფიქრობ, რომ კობახიძე ზღვარს გადადის. ამას მოწმობს გუშინდელი მისი განცხადებაც, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს. ვფიქრობ, მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არა. შესაბამისად, თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.