გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი META-ს გადაწყვეტილებაზე გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა: დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“

7-01-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი META-ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა, რადგან ცუკერბერგი პირობას დებს, რომ აღადგენს თავისუფალ გამოხატვას Facebook-ზე და Instagram-ზე.


როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.


მისივე თქმით, ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.


„წლებია ფეისბუკის მთავარი ცენზორები ნაცმოძრაობის ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეო-სექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან.


დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“. აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეობში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და ფეისბუკი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.


ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031