გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ინციდენტი კარნავალზე - „არ ვნანობ, მავანი ღირსი იყო“

24-01-2018

რობერტო მავანის მორიგი სიუჟეტის „მსხვერპლი“ გიორგი მასხულია გახლდათ. ძველით ახალ წელს გამართულ ერთ-ერთ კარნავალზე გადაღებულ სიუჟეტში ჩანს როგორ ურტყავს კამერას და რობერტო მავანს სამოდელო სააგენტო Golden Brand - ის დირექტორი, გიორგი მასხულია.

ჩვენ გიორგის დავუკავშირდით.

- საერთოდ არ მესმის ეს ძალით ინტერვიუს ჩამორთმევა. კარნავალზე დამპატიჟეს. არ ვიცოდი ეგეც თუ იქ იყო, თორემ არ წავიდოდი. მოვიდა და დამიწყო ხელით გაჩერება. ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ჟურნალისტისგან. თუმცა მავანისნაირებს მე ჟურნალისტებად არ ვაღიარებ.

- შენ თქვი, რომ მცოდნოდა მანდ იყო არ ჩავიდოდიო, რატომ?

- ცუდად არის ჩემს მიმართ განწყობილი, ღადაობა უნდა სულ...

- მაგ კუთხით თუ მივუდგებით ყველას მიმართ ასეა განწყობილი. მისი სიუჟეტის ფორმატიც ეგ არის...

- მე ვიცი რა არის მისი ფორმატი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ხელით რესპონდენტის გაჩერება და ძალით ინტერვიუს ჩამორთმევა რა წესია.

- არ ფიქრობ, რომ შენც გადაამეტე?

- ერთადერთი რაშიც გადავამეტე, კამერებთან უდიერად მოპყრობაა. არ უნდა შევხებოდი, კამერებმა რა დამიშავა. უცებ ვერ მოვზომე. გაბრაზებული ვიყავი. წინა დღეს მანქანა მიყიდა ნათესავმა, გერმანიიდან მიგზავნის და იმის ფოტო დავდე. ამან გააზიარა და დააწერა, საყვარელმა უყიდაო. მავანს ნამდვილად ვერ ვკითხავ, ვინ მანქანას მიყიდის, ვინ ვილას და ვინ სახლს. ამის გამო გაბრაზებული ვიყავი და რომ ვნახე თავი ვეღარ შევიკავე.

- ეს ყველაფერი სკანდალისთვის არ გაგიკეთებია?

- სულ სკანდალებში ვარ, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამიკეთებია შეგნებულად. ვიცოდი რომ ჩემს რეიტინგზე კარგად არ იმუშავებდა. მართლა გამოვედი მდგომარეობიდან.

- არ ნანობ შენ საქციელს?

 

- არა. ასჯერ მყავს გაფრთხილებული, შალვა რამიშვილიც კი გავაფრთხილე, რომ დამანებონ თავი. ეს მათი შიდასამზარეულოა, რომ ანტიპიარი გამიკეთონ. ჩემთვის ეს არაფერია. ავ ვნანობ, მავანი ღირსი იყო, რაც მიიღო იმის. 


"პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031