გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო: ფრონტის ხაზზე რთული სიტუაციაა

10-08-2025

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის. „ჩვენ უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გადაწყვეტა“, - ამის შესახებ კლიჩკომ კიევში გაზეთ „Bild“-ს განუცხადა.


მან ასევე თქვა, რომ „ჩვენს შტატში, ჩვენს ქვეყანაში ყველა დაიღალა ამ ომით“.


„სამწუხაროდ, ამ ომისთვის უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ: ჩვენი პატრიოტების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ასობით ქალაქი განადგურდა. უკრაინის დიდი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.-თქვა კლიჩკომ.


კლიჩკომ, ასევე, განაცხადა, რომ ტერიტორიის გაყოფის შესახებ რუსეთის მოთხოვნებზე საუბარი ჯერ კიდევ „ძალიან ადრეა“ - თუმცა, მან ტერიტორიების დათმობა ცალსახად არ გამორიცხა. კლიჩკომ თქვა, რომ ეს კითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს ომის შესაძლო მშვიდობიან გადაწყვეტაზე, რომელიც თითქმის სამ წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც სამიტზე არ არის მიწვეული, კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და მოითხოვს უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვას.


ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს ალასკის შტატში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031