გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

9-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც.


საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას ახორციელებენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031