9-01-2019
"საქართველო გახლავთ სეკულარული სახელმწიფო და ხელისუფლება არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, იგი რა თქმა უნდა მიესალმება პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებას“-განაცხადა დეპუტატმა.