9-01-2019
მიმდინარე წლის 9 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა.
ბოლო ერთ თვეში სავალუტო ბაზარზე, ეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული უკვე მეხუთე ინტერვენციაა.