გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია: ოპოზიციის განცხადებები მიზნად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს და ექიმების ღირსებას ლახავს

9-01-2019

დედაქალაქის მერია სასწრაფო დახმარების სამსახურების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.


როგორც მერიაში აცხადებენ, ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს ექიმების ღირსებას.


„გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.


ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს.

თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას.


თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“-ნათქვამია განცხადებაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031