გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პოლიციამ გინეკოლოგად გადაცმული სანტექნიკოსი დააკავა

24-01-2018

სვერდლოვისკის ოლქის ქალაქ პერვოურალსკის საავადმყოფოს მიმღებში, კვების ბლოკსა და ტრამვპუნქტში რამდენჯერმე შენიშნეს  თვითმარქვია,  ექიმის ხალათში გადაცმული პირი, რომელიც   პაციენტებს ხან ქირურგად, ხან თერაპევტად და ხან გინეკოლოგად ეცნობოდა. ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იუწყება.

ფაქტთან დაკავშირებით  საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პოლიციას საჩივრით მიმართა. საჩივარში ნათქვამი იყო, რომ ცრუექიმი პაციენტებს ხან ქირურგად, ხან თერაპევტად და ხან გინეკოლოგად ეცნობოდა. ამასთან, თავს სხვადასხვა გვარით წარადგენდა. ხოლო საავადმყოფოს თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ადმინისტრაციაში მიდიოდა, რათა სანტექნიკოსად მოწყობილიყო სამსახურში.

15 იანვარს მან გადაუდებელი თერაპიის განყოფილების ექიმად გაასაღა თავი და არასრულწლოვანი პაციენტი მიიღო, რომელიც გინეკოლოგიურ განყოფილებაში ექიმს ელოდებოდა.  კონკრეტულად,  როგორ ტარდებოდა მიღება, საავადმყოფოში არ აზუსტებენ. კლინიკის თანამშრომლებმა მოუცლელობა მოიმიზეზეს და РИА Новости-ს კორესპონდენტს კომენტარი არ მისცეს.

16 იანვარს სამედიცინო დაწესებულების დაცვამ ცრუექიმი დააკავა. როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილისთვის ნაჩვენები პასპორტიდან გაირკვა, ეს 32 წლის, ადრე ნასამართლევი ანტონ იარინი გამოდგა.

sputnik

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930