გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"მტერს არ ვუსურვებ, რაც მე გადამხდა"-მუხიანში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშეს და იძალადეს

10-01-2019

სოციალური ქსელის მომხმარებელი ახალგაზრდა ქალი "ფეისბუქში" წერს, რომ გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე უცნობი პიროვნება ელექტროშოკით თავს დაესხა და მასზე იძალადა.


"საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების... მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი, როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით. მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით", - წერს დაზარალებული.
შსს-ში განმარტავენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. 31 დეკემბერს მუხიანში დააკავეს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




mediamall.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031