11-01-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, დავით გარეჯელის, ანდრონიკაშვილის, ჟორდანიას, გარეჯის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მერი შერვაშიძის, ილია კარტოზიას, მექანიზაციის, ნინო წერეთლის, პაპავების, ადამიას, ბეთაშვილის, ყუბანეიშვილის, ივერთუბნის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“,I, II, V მიკრორაიონების(ნაწილობრივ), მუხიანის III მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ილია ვეკუას,ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, მორეტის, ტაბიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლები, 10საათიდან 18 საათამდე ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 13საათიდან 14 საათამდე პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო
11საათიდან 17საათამდე ათონელის ქუჩის მაცხოვრებლები.