გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სვანეთში რუსი ტურისტი ზვავში მოყვა

11-01-2019

სვანეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგად რუსი ტურისტი.


დაშავდა მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ, მოულოდნელად სტიქიის ზონაში მოყვნენ. ზვავში მოყოლილი ერთ-ერთი ტურისტი მსუბუქად დაშავდა.


თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინა, ამ დროისთვის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.

 

sputnik-georgia.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930