24-01-2018
6 წამყვანი ვალუტის ყუთში, დოლარის კურსი 2014 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ Marketwatch-ი წერს. შესაბამისი ინდექსი DXY 0,5 პროცენტით დაეცა და 89,666 გახდა.
კერძოდ, ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0,32 პროცენტით, ხოლო ფუნტ სტერლინგთან მიმართებით 0,68 პროცენტით შემცირდა. იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,61 პროცენტით გაძვირდა.
უმრავლესობა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებით დოლართან მიმართებით გამყარდნენ. მაგალითად, სამხრეთაფრიკული რანდი 2015 წელს მაქსიმალურ რაოდენობამდე ავიდა და 1 დოლარისთვის 12 რანდის ნიშნულს გადასცდა.
უმეტესობა ვალუტასთან მიმართებით დოლარის დაცემა 24 იანვრის ვაჭრობით, შეიძლება აიხსნას აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სტივ მნუჩინის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ მას არ ადარდებს ამერიკული ვალუტის შესუსტება. დასავლური მედია წერს, რომ ამ გამოსვლით მნუჩიჩმა საზოგადოებას მიანიშნა იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის აშშ დასუსტებული დოლარით უფროა დაინტერესებული.
19-12-2024
18-12-2024