გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იტალიაში წასული 37 წლის მაიასა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული 90 წლის პრიმოს "უიღბლო სიყვარული" და ქორწინება, რომელიც მოხუცი იტალიელის შვილებმა ჩაშალეს

12-01-2019

გამოცემა „ნოვიი დენ“, უცხოეთში სამუშაოდ წასული 37 წლის ქართველი მაიას შესახებ წერს, რომელსაც თავისი მოსავლელი 90 წლის პრიმო, თურმე თავდავიწყებით შეუყვარდა.


გთავაზობთ ფრაგმენტს მასალიდან:

„ნათქვამია, სიყვარულისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო. თუმცა, მგზნებარე სიყვარულის მიუხედავად, ფლორენციაში, ქართველი მაია რ.-სა და იტალიელი პრიმო ვიჩინის სიყვარული იქაურ მმაჩის ბიუროში ჰიმენეს კავშირით არ დაგვირგვინებულა, წყვილის მცდელობამ ფიასკო განიცადა.


მაია 37 წლის ქალბატონია, მომვლელად მუშაობს და თავისი შეყვარებული, 90 წლის პრიმო, ინვალიდის ეტლით დაჰყავს.


საქმროს მტკიცე სურვილის მიუხედავად (იგი პენსიონერია, ოთხი წლის წინ დაქვრივდა), „არათანაბარი ქორწინების“ წინააღმდეგ მისი შვილები და შვილიშვილები წავიდნენ: როგორც კი მამისა და ბაბუის ქორწინების სურვილი გაიგეს, ადგილობრივ მმაჩის ბიუროში მიიჭრნენ, გამოიძახეს მუნიციპალური პოლიცია, კარაბინერები და საჯაროდ განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, ქორწინება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენა უნდა იყოს, მათი ბაბუა კი მომვლელი ქალის გავლენის ქვეშაა მოქცეულიო. 


იტალიელმა სამართალდამცველებმა ქორწინების ცერემონია უკანონოდ ჩათვალეს ერთ-ერთი მხარის „არაქმედითუნარიანობის“ გამო. მიუხედავად ამისა, ჭარმაგმა ბერიკაცმა განაცხადა, რომ მანამ არ მოისვენებს, სანამ თავის შეყვარებულ ქართველ ქალზე არ დაქორწინდება“ - წერს გამოცემა.

ავტორი: ვსევოლოდ გნეტი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031