14-01-2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ძველი სტილით ახალი წელი სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.
„ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რომ შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ", - ბრძანა პატრიარქმა.