15-01-2019
რუსული გამოცემა, «Независимая газета» საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს და პედალირებას კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე ახდენს.
„შექმნილი სიტუაციის გამო საზოგადოების წარმომადგენელებმა მზერა ისევ რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიას მიაპყრეს: ობივატელს კითხვა უჩნდება - რატომ მეორდება ყოველწლიურად გრიპის სასიკვდილო ვირუსის გავრცელება? სანამ ლაბორატორია გაიხსნებოდა, გრიპის ასეთი აფეთქებები ხომ არ ყოფილაო...
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება შეუსვენებლივ უარყოფს ამ ეჭვებს: „დაავადების კონტროლის ეროვნული ცემტრი“ (ასე ჰქვია ლაბორატორიას ოფიციალურად) სამეცნიერო დაწესებულებაა, იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მითითებას და საუბარი იმაზე, რომ ცენტრში რაღაც ექსპერიმენტები ტარდებაო, სრული აბსურდია.
როფოგორც ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს, ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და არავინ არაფერს არ მალავს. „გამჭვირვალეობა ჩვენი მუშაობის მუდმივი პირობაა. შემოწმების მიზნით რუსი სპეციალისტებიც იყვნენ მოწვეულები, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, თუმცა კარგი იქნებოდა საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და ამით თუ ბოლო არ მოეღებოდა ჭორების გავრცელებას, შემცირდებოდა მაინც“.
ამასთან, რუსი პოლიტოლოგი ალექსი მარტინოვი დარწმუნებულია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. „დოკუმენტები ლუგარის ლაბორატორიის საეჭვო საქმიანობაზე არაერთხელ იქნა გავრცელებული როგორც საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიორგაძის, ასევე ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევის მიერაც“, - უთხრა ალექსეი მარტინოვმა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს. „ლუგარის ლაბორატორია თითქოსდა კეთილი მიზნებისთვის გაიხსნა და მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურება, მაგრამ მაშ რატომ მატულობს დაავადების რაოდენობა? შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ მაინც საეჭვო ხასიათი აქვს. რაც შეეხება ქართული მხარის მოწოდებას - მოდით და ნახეთ, რას ვაკეთებთ, ლაბორატორიის უსაფრთხოებაში თვითონ დარწმუნდითო, ეს მოწოდება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ - სადაა გარანტიები, რომ რუს ექსპერტებს ქართველები ყველაფერს აჩვენებენ და არა მარტო იმას, რასაც თვითონ ჩათვლიან საჩვენებლად?“, - ამბობს პოლიტოლოგი.