გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

16-01-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები.


კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.


ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930