გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, კახეთის, შორაპნის, კახეთის ხევის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 12 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას მირზა შაფის, ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის, გორგასალის, ახუნდოვის, აბანოს, გრიშაშვილის, ორთაჭალის, გულიას და შუშინის ქუჩების, 13 საათიდან 13:30 საათამდე რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კოსტავას, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ილია ვეკუას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლები.


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნატბეურების დასახლების, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის II შესახვევის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კვანტალიანის, გელა გოგიშვილის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930