გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩასაბარებლად დედაქალაქში კონკრეტული ადგილები გამოიყო

16-01-2019

თბილისის მერიამ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩასაბარებლად კონკრეტული ადგილები გამოყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


კახა კალაძის განცხადებით, უკვე გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, მოსახლეობას ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში მათი ჩაბარება უკვე შეუძლია.


„ჩემი, თქვენი და ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია კამპანიის - „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, იწყებს აქციას - ჩააბარეთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები ვაკის, კიკვიძისა და რიყის პარკებში, ასევე, ვერის ბაღში, სადაც შეიქმნა სპეციალური სივრცეები. ჩაბარებული მასალა სპეციალურად დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაბარებულ მასალას სპეციალური აპარატით - მულჩერით დააქუცმაცებენ. დამუშავებული მასალა გამოიყენება, როგორც დეკორატიული მიზნებისთვის, ასევე, მიწის გასანოყიერებლად.


გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების პროცესი 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031