გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: კორუფციის მიმართ არანაირი უკან დახევა არ იქნება

16-01-2019

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებს, რაიონის გამგებლებსა და დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას სთხოვს.


ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა.


„2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.


„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს - ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი - თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს.


„მინდა მივმართო მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის წინაამდეგ ბრძოლაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილეთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები ჰქვია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და კორუფციის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგაც, მკაცრი ვიქნებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930