გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით: არ არის გამორიცხული, საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს

16-01-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა, გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დაკავებულია. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ასევე 1 პირი.


ბრალდებულს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიებას მისგან ინფორმაცია, შესაძლო დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, არ აქვს. ამიტომ, დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რომ ზედმეტ დეტალებზე ვისაუბრო. იყო გარკვეული დაპირისპირება, შესაბამისად, როგორც კი რამე დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, გაგაგებინებთ“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031