16-01-2019
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდიდიღომი, იოანეპეტრიწის N10.
ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის,სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.