გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიღომში აფეთქებული კორპუსის სამშენებლო კომპანია პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზს“ აკისრებს

17-01-2019

,,გუშინ თავად დავუკავშირდი ,,ყასზტრანსგაზის” წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და კორპუსი შეემოწმებინათ’’-ამის შესახებ იმ კორპუსის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა, გიგა ჭანტურიამ განაცხადა, რომელიც გუშინ საღამოს ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქდა.


მისივე თქმით, გამოძახებიდან 40 წუთის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები ადგილზე გამოცხადდნენ, კორპუსი დაათვალიერეს, და განაცხადეს, რომ ბუნებრივი აირის სუნი მოეჩვენათ ან შესაძლოა, აღნიშნული ერთ-ერთი მოსახლის მიერ სახლში გაზის ბალონის ატანამ გამოწვია.


სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა „რუსთავი 2“-თან საუბარში განმარტა, რომ მშენებლობა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოძიებას უკვე წარუდგინა. კომპანია მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას მთლიანად ,,ყაზტრანსგაზს“ აკისრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031