გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ადამიანს სრული უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ეს აზრი დემოკრატიის სტანდარტად არ უნდა გამოცხადდეს

17-01-2019

„ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც „Freedom House-ია“, თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა თუ ცალკეული მოვლენები, რომელიც იმ ქვეყანაში ხდება”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ყველას გვახსოვს, რომ შარშან სააკაშვილის და მისი სისტემური დანაშაულის შემოქმედი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ განაჩენები და ბრალდებები შეფასდა, როგორც პოლიტიკური ვენდეტა.


„თუმცა საუბარი იყო მაგალითად გირგვლიანის საქმეზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო - ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ დარჩა კითხვის ნიშანი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.


ანალოგიურად, საუბარი იყო ტენდენციურ შეფასებებზე, რომელიც ეხებოდა მიწისქვეშა სადგომის გადაცემას თითქოს შეღავათიან ფასად; თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და ასე შემდეგ. არის მკვეთრად სუბიექტური შეფასებები. ადამიანს სრული უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ეს აზრი არ უნდა გამოცხადდეს დემოკრატიის სტანდარტად, და ეს აზრი არ უნდა იყოს გადმოცემული ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში, როგორიც “Freedom House”-ია, რომელსაც ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აკვირდება“-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930