გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს შეხვდა

18-01-2019

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს არჩეულ ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ქ. ბრიუსელში, (ბელგია) ევროპის პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში და ყოველწლიურ შეხვედრას ორგანიზაციის გენერალურ მდივან ლუკა ვინზენტინისთან და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის შარან ბაროუს მოადგილე ოუენ ტუდორთან ერთად გაუძღვა. შეხვედრაში მონაწილეობა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს "PERC"-ის რვავე ვიცე პრეზიდენტმა მიიღო.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის კონტინენტზე დასაქმებულების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, შეაჯამეს გასული წლის მიღწევები და გამოწვევები. მიმოიხილეს პარიზის "ყვითელ ჟილეტიანების" გაფიცვა, პროფკავშირების აქციები გერმანიაში, შექმნილი მდგომარეობა ყაზახეთში და უკრაინაში. შეხვედრაზე განიხილეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებებიც.


აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრა 2019 წლის ევროპის პროფკავშირების სამოქმედო ნაბიჯებიც.


აღსანიშნავია, რომ ევროპის პროფკავშირები გეგმავენ კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) გათვალისწინებულ მოთხოვნათა და გასატარებელ რეფორმათა შესრულების ზედამხედველობის პროცესში. პეტრიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვითაც მიმართა.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930