გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე წარადგინა

25-01-2018


საქართველოს პრემიერმ-მინისტრმა თბილისის ყოფილი მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად წარადგინა.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში.

 

“ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი, ეს არის ირაკლი ლექვინაძე. ირაკლის საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მერის მოადგილე. პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ.

 

ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა ირაკლი გააგრძელებს და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა, სწორედ, ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური. მინდა, მას წარმატება ვუსურვო“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031