გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება

18-01-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე აშენდება.
როგორც კაფსულის ჩაგდების ცერემონიზე მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება.

ბატიაშვილის თქმით, სწორედ რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, მათ შორის განათლების კლასტერების განვითარებისთვის, აუცილებელია ისეთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის არსებობა, რომელიც ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გაზიარების ჰაბი იქნება.
ახალი საგანამანათლებლო ქალაქის მშენებლობა განათლების სისტემის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930