გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდნენ

18-01-2019

მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან, - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან სახდელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.


„კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ. მთლიანობაში, საუბარია ჩვენი მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031