გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

18-01-2019


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებული ნ.წ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ლ.ლ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ნ.წ.-ს ფეხის არეში დაზიანება მიაყენა.

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ ლ.ლ.-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ნ.წ.-მ გამოძიების ეტაპზე ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდგომ დაზარალებულის სახით დაკითხვისას საგამოძიებო ორგანოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თითქოსდა ლ.ლ.-ს მისთვის არ უსვრია და ფეხის არეში დაზიანება თვითონ მიიყენა, სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით.

ნ.წ.-ს ბრალდება 2018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031