გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - "ჯართის შესაგროვებლად თხრილში ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა"

19-01-2019

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით(სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და 115-ე მუხლით ( თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.


მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.




Ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031