გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრმა გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

20-01-2019

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.


გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.


შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელების ახლობლებს გაესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამინისტროს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930