გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბიაში გაუჩინარებულ მეზღვაურს დღემდე ეძებენ

21-01-2019

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდიდან გაუჩინარებულ 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებს.


ოჯახის წევრთა ვარაუდით იგი შესაძლოა დააპატიმრეს. ოჯახი დროულ რეაგირებასა და დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.
მომხდარის შესახებ საქმეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სწავლობს.


ლიბიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კოსტანდინიდის განცხადებით მეზღვაურის გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საელჩო ეგვიპტეში და ასევე გენერალური საკონსულო თურქეთში, რამდენადაც, კომპანია რომელიც გემის მფლობელია, თურქული კომპანიაა.


23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდიდან ,,დოგამბეი,“ 7 იანვარს გაუჩინარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031