გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს

21-01-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას წარუდგინა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული საკითხები მნიშვნელოვანია თბილისსა და რეგიონებში და სამინისტრო მის გადასაჭრელად სწრაფი ტემპით და გასამმაგებული ბიუჯეტით იმუშავებს:


„უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და ისე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, ჩატარდება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, აშენდება ახალი სკოლები“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031