გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

21-01-2019

ებრაულ კულტურულ საგანმანათლებლო ფონდთან არსებული ახალგაზრდული კლუბის, ,,უაი ჯეი სი“ ინიციატივით, მოხალისეთა პროექტის - „სულით ახალგაზრდა“ მონაწილის, მხატვარი კარტოგრაფ, გიორგი ძამოევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.


აღსანიშნავია რომ ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა 80 წლის ასაკში.


გამოფენის თემაა „საქართველო და ისრაელი რუკებსა და პანორამებში“. გამოფენის ექსპონატებს საქართველოსა და ისრაელის ისტორიული ადგილების ხელით შექმნილი რუკები და ასევე საქართველოსა და ისრაელის ცნობილი ხუროთმოძღვრული ძეგლების ხელნაკეთი მაკეტები წარმოადგენს.


გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ - საქართველოში არსებული ყველა ებრაული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისეთები როგორიცაა - მსოფლიო ებრაული სააგენტო სოხნუთი, ამერიკული გამანაწილებელი კომიტეტი „ჯოინთი“, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჰილელ საქართველო“ და ა.შ. ასევე - ებრაული თემის გამოჩენილი წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციების პროგრამების ბენეფიციარები და ისრაელის კონსული საქართველოში.


გამოფენის ხილვას დამთვალიერებელი დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში შეძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031