გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში გიდების გადამზადება იწყება

25-01-2018

გიდების გადამზადებაზე საქართველომ საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის საკითხზე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს უფრო დეტალურად ისაუბრა.

"საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას, რომელიც ეხება მთის მიმართულებით არამხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებს, არამედ გიდების მომზადებას, მარშრუტების მომზადებას. ჩვენ მთელი ჩვენი სამთო რეგიონები შეგვიძლია ჩავრთოთ ამ პროცესში და ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი.

გადამზადება გიდებად, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები მთაში მცხოვრებთათვის, დამატებითი შემოსავალო მიიღონ და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65 პროცენტზე მეტი მთიანი მასივი აქვს და ეს არის უდიდესი სიმდიდრე. ამ სიმდიდრის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ ჩვენ და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში, მაგრამ არამხოლოდ, რა თქმა უნდა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031