გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

21-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 18 საათამდე რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედორ გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელი დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის, სააკაძის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, ჯანაშიას (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.


10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს,12 საათიდან 18 საათამდე კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930