გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"პრემიერის პოსტზე ბახტაძეს გახარია ჩაანაცვლებს"

22-01-2019

მთავრობაში, სავარაუდოდ, რადიკალური ცვლილებები იგეგმება - "ბრძოლა მიდის თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე" - სტატიას ამ სათაურით გამოცემა კვირის პალიტრა აქვეყნებს. კულუარული ინფორმაციით, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად, შეიცვლება პრემიერიც.


სტატიაში ნათქვამია, რომ მამუკა ბახტაძეს პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. როგორც ამბობენ გახარიამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად, სუსში საკუთარ კადრებს ნიშნავს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ერთერთი ვერსიით მას შალვა ტაბატაძე შეცვლის რომელიც ასევე გახარიას კადრია. იმას რომ სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად საუბრებში არც პარლამენტში უარყოფენ, თუმცა დეტალებისგან თავს იკავებენ. კვირის პალიტრის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში დღეს ფორმალური ერთიანობაა და ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვენას ბიძინა იავნიშვილთან. "თამაში მიდის თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდეგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს" - ნათქავამია სტატიაში.




kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930