გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

22-01-2019

სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.


ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალი საბანაძის განცხადებით, რამდენიმე იდეა გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შესახებ, რომლის მაგალითებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში.


შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.


დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა დიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031