23-01-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია:
„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და, რა თქმა უნდა, ის არ შეიცვლება - ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით. მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.