გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების ტერიტორია თბილისის მერიას გადაეცემა

23-01-2019

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


კახა კალაძემ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.


„თბილისში, სამგორის რაიონში სამხედრო დასახლება არსებობს. იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა არაერთხელ მოგვმართეს იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს. დასახლების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან კომუნიკაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს. მზად გვაქვს რეაბილიტაციის პროექტი და რამდენიმე დღეში, როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ტერიტორიის მოწესრიგებას და კეთილმოწყობას დავიწყებთ. იქ მართლა უმძიმესი მდგომარეობაა, წვიმის დროს გავლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ადგილობრივ მოსახლეობას ვპირდები, რომ აღნიშნული პრობლემები, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გარე განათებების მონტაჟი თუ სკვერების მოწყობა, ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930