გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: საბაგირო გზის „სამგორი-ვაზისუბნისა“ და „ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის“ მარშრუტები ინვესტირებისთვის მიმზიდველია

23-01-2019

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი გააჩნია.


როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი-ვაზისუბნისა“ და „ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის“ მარშრუტებია მიმზიდველი.


„2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი-ვაზისუბნისა“ და „ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის“ მარშრუტები. შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031