გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიაში ქართველი ქალი მოკლეს

23-01-2019

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, ქართველი ქალი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სამართალდამცავები ეძებდნენ, მოკლული იპოვეს.

ცხედარი სავარაუდო ეჭმიტანილის სახლში იქნა აღმოჩენილი.


წინასწარი ინფორმაციით დამნაშავე საქართველოს მოქალაქეა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილს წამების კვალი ეტყობა. იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ხატავდა და მან სავარაუდოდ, მკვლელს თავისი ნახატი მიუტანა.


„კვირას გამოვიდა ოჯახიდან და აღარ დაბრუნდა. მერე დაიწყო ქალბატონის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს ვერც კვირას და ვერც ორშაბათსა. საბოლოოდ, მისი ცხედარი ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს. მე ეჭვმიტანილს გუშინ ვესაუბრე, მან მითხრა, რომ იტალია გუშინ დავტოვე და საქართველოში ჩამოვედიო... იცრუა, რადგან მერე მისმა მეზობლებმა მითხრეს, რომ ორშაბათს რაღაც გვთხოვა და მივეცითო. როგორ ვიცი გარდაცვლილილი ქალბატონი არ მუშაობდა მას ფინანსური პრობლემა ჰქონდა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ცხედარს დალურჯებული აქვს ყელი, ხელები მარცხენა მხარი და გვერდი.
ამბობენ, რომ ქალბატონი თავის ხელჩანთანს სულ თან დაატარებდა, სადაც ფული და თავისი ნამუშევრები ჰქონდა“-განუცხადა „რუსთავი 2“-ს იტალიში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა.


გარდაცვლილის ხელჩანთიდან საბუთები და ფულია დაკარგული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930