გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

23-01-2019

კომპანია "თელაისს" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ვაჟა ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), ქობულეთის, ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), საირმის გორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 11 საათამდე დიღმის მასივი IV,Vკვარტლების და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


12 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთელის გამზირის(ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 12:30 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, კახეთ გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, ფაღავას, მაჩაბელის, სანაძის, გიორგი გურჯიევის, ლუკა რაზიკაშვილის, შტენბერგის, ქიზიყის, წურწუმიას, გუგუშვილის, გვაზავას, ილია ბახტაძის, ქვილითაიას, ველის, ენუქიძის, მამისაშვილის, ალადასტურის, ეკატერინე ბაღდავაძის, ფრისის, ნუგზარ საჯაიას და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“,I, IIმიკრორაიონების, მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის, ანგია ბოჭორიშვილის, ალეკო გობრონიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 12:30 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წურწუმიას, ფაღავას, ლაგოდეხის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ალიხანიანის, პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლები.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930