გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ng.ru“(რუსეთი): აცხადებენ - „ალიანსი შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის პოტენციალის გაძლიერებითო“... სხვათა შორის, რუსეთიც შეშფოთებულია ნატოს გემების გამოჩენით

24-01-2019

რუსული გამოცემა, «Независимая газета» ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ შავ ზღვაში რუასული ფლოტის გააქტიურების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სტატიის ავტორი, გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ანდრეი რისკინია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და საქართველო შეშფოთებულნი არიან რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების გამო შავი ზღვის რეგიონში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრეს-კოფერენციაზე ბრიუსელში.


„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ზღვაზე, საქართველოს სანაპირო დაცვის სწავლების ჩათვლით. უფრო მეტი ურთიერთქმედებაა ნატოსა და საქართველოს სამხედრ-საზღვაო ძალებს შორის, ნატოს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების გაერთიანებულ ცენტრს შორის“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.


იენს სტოლტენბერგმა თბილისს ალიანსის „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა და პრეზ-კონფერენციაზე დამსწრეთ გაახსენა, რომ 2019 წლის მარტში საქართველოში ნატოს ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარებაა დაგეგმილი. „ჩვენ ასევე მივესალმებით იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია თავდაცვის სფეროში და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში. ასევე მისასალამებელია საქართველოს გადაწყვეტილება - მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე დაიხარჯოს“, - დაამატა გენმდივანმა.


ნატოსა და საქართველოს ლიდერების შეხვედრის ფონზე, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ამ დღეებში შავ ზღვაში შევიდა და ბათუმის ნავსადგურში ღუზა ჩაუშვა ამერიკულმა ნაღმოსანმა Donald Cook-მა, რომელიც 60-დან 96-მდე ფრთოსანი რაკეტით არის აღჭურვილი - „ტომაჰავკებით“, რომელთა ფრენის სიშორე 2500 კილომეტრია და შეიძლება ბირთვული ქობინაც ჰქონდეთ. გასული წლის დეკემბერში ამ რეგიონს ეწვია ბრიტანული რადიოტექნიკური დაზვერვის ხომალდი „ექო“...


"საერთოდ, თუ 2017 წელს ნატოს გემებმა შავ ზღვაში 80 დღე-ღამე დაჰყვეს, 2018-ში მათი ყოფნის ხანგრძლივობა უკვე 120 დღე-ღამემდე გაიზარდა. როგორც ვხედავთ, მატება ერთი მესამედითაა, რაც უკვე სერიოზულია. თანაც ახლა ნატოს გენმდივანი აცხადებს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვებთ და გავააქტიურებთ ჩვენს ყოფნასო.


მაშ, რატომ არ უნდა გააძლიეროს რუსეთმაც თავისი სამხედრ-საზღვაო პოტენციალი რეგიონში როგორც ცნობილია, სამხედროები ძალიან მარტივი ლოგიკით მოქმედებენ: თუ ვინმე გემუქრება, ადექვატური პასუხისთვის უნდა მოემზადო. ასე იყო ყოველთვის. ახლა აცხადებენ - „ალიანსი შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის პოტენციალის გაძლიერებითო“... სხვათა შორის, რუსეთიც შეშფოთებულია ნატოს გემების გამოჩენით. ყველაფერი ცივი ომის კანონებით ვითარდება. მაგრამ რა შუაშია აქ საქართველო? მას ხომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი არაფერში არ დამუქრებია და არც ახლა ემუქრება. მაგრამ საქართველოს ნატოში გასაწევრიანების შესახებ, რაზედაც თბილისის დიდი ხანია ოცნებობს, მაშინ „რუსეთის მუქარის“ გახსენება საჭირო ხდება. ყველაფერი გასაგებია, კითხვები არ გვაქვს"-წერს ავტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930