გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ავტოავარია და დოლარებით მოფენილი გზა - თვითმხილველის ვიდეოკადრები

25-01-2018

აშშ-ის შტატ ილინოისში ავტომობილს, რომლითაც სათამაშო ავტომატებისთვის თანხა გადაჰქონდათ, ავარია შეემთხვა და ტრასა სხვადასხვა ნომინალის კუპიურებით მოიფინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ UPI-ზე დაყრდნობით.

ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტრასაზე მოძრაობის გადაკეტვა.

გამოცემის ინფორმაციით, ავარიაში ფულის გადამტანი მანქანის მძღოლი იყო დამნაშავე: მან სიჩქარეს გადააჭარბა, მართვას თავი ვერ გაართვა და სხვა ავტომობილს შეეჯახა. მესამე მანქანა კი, რომელიც მათ გასწრებას ცდილობდა, ბარიერს შეეჯახა.

ინციდენტში არავინ დაშავებულა, ხოლო ფულს მთელი ერთი საათის განმავლობაში აგროვებდნენ. რა თანხას მოუყარეს თავი საბოლოოდ, არ კონკრეტდება.


sputnik

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930