გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

24-01-2019

ნაძალადევის რაიონში 2 დღის წინ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. მას ბრალად ედება შემაკავებელი ორდენის დარღვევა და დაუმორჩილებლობა.

ბრალდებულის ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატმა ასევე განაცხადა,რომ კითხვის ნიშნებია შემაკავებელი ორდენის კანონიერებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.


თბილისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.


პოლიციამ გამოკითხა ასევე ის ოჯახი,რომელშიც გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა 3 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი აღმზრდელის თქმით დედისგან დაბრუნებულ ბავშვს ძალადობის ნიშნები არასდროს ეტყობოდა. ამ ოჯახის წევრებმა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს გაუთქმელობაზე ხელის მოწერის გამო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930